დორტმუნდის „ბორუსიის“ პრესსამსახურმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.
53 წლის სპეციალისტმა დორტმუნდული კლუბი გასულ ზამთარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით „ბზიკებმა“ 2024/2025 წლების სეზონის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს.
ახალი სეზონის პირველ მატჩში „ბორუსიამ“ ფრედ ითამაშა „ზანქტ-პაულისთან“ (3:3). შიდა ჩემპიონატის შემდეგ მატჩში „დორტმუნდი“ ბერლინის „უნიონს“ შეხვდება.