ფეხბურთი

22:27 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტური სამშობლოში დაბრუნდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი არტური სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „გრემიოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

29 წლის ნახევარმცველი „გრემიოს“, რომელიც მისთვის მშობლიური კლუბია, „იუვენტუსიდან“ იჯარით შეუერთდა.

არტური „გრემიოდან“ 2018 წელს „ბარსელონაში“ გადავიდა, ხოლო 2020 წელს „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. ტურინულმა კლუბმა მისი გაყიდვა დღემდე ვერ მოახერხა. ბოლო სამი სეზონი ბრაზილიელმა იჯარით „ლივერპულში“, „ფიორენტინასა“ და „ჟირონაში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101373