ხვალ, 28 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ შეხვედრას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრებზე წერს, გამოცემის თქმით, საქართველოს ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის არასასიამოვნო მეტოქეა.
"ჯგუფში, სადაც იტალიის, საბერძნეთის და ესპანეთის ნაკრებები იმყოფებიან, რომლებმაც წესით პირველი სამი ადგილი უნდა დაიკავოს, საქართველოს ნაკრები არასასიამოვნო მეტოქედ იქცა, მათი მიზანი რა თქმა, უნდა ჯგუფიდან გასვლა იქნება. აქედან გამომდინარე, ესპანეთისთვის პირველი მატჩი საქართველოსთან საკმაოდ დელიკატურია, რადგან გუნდს აუცილებლად მოგება სჭირდება. ასეთ ტურნირებზე სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ესპანეთმა აუცილებლად უნდა მოიგოს, მოულოდნელი მარცხი ჯგუფში სიტუაციას უფრო გაართულებს. საქართველოს შესაძლოა პირველ ორ მატჩში გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმაროს, რადგან გულის პრობლემები აწუხებს. მიუხედავად ამისა, თორნიკე ეროვნული ნაკრების ერთგული რჩება და ექიმების რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. ითამაშებს თუ არა შენგელია, საქართველო მაინც არასასიამოვნო მეტოქეა, რადგან ალექსანდერ ჯიკიჩს ჰყავს გიორგი შერმადინი, კამარ ბოლდვინი და NBA-ს კალათბურთელები, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, ესნი იმ ხარისხის მოთამაშეები არიან, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ." - წერს გამოცემა Marca.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C-ჯგუფში საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის, ბოსნიისა და მასპინძელი კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 28 აგვისტოს ესპანეთის ნაკრებტან გამართავენ, აღნიშნული დაპირისპირება საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.