კატალონიის "ბარსელონას 22 წლის ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს.
როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, "არისტოკრატები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა კატალონიელები ლოპესის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ "ჩელსი" შეთავაზებას 70 მილიონამდე გაზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ფერმინ ლოპესს "ბარსაში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა კლუბის დატოვება არ სურს. ლოპესი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2023 წლიდან თამაშობს, მას "ბლაუგრანას" მაისურით ჯამში 89 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 19 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.