„იბერიას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იური ტაბატაძე კარიერას ესპანურ „კადისში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
25 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 3-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ტაბატაძემ „იბერიას“ მაისურით ჩატარებულ 191 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. იურიმ „იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, ორჯერ საქართველოს თასის და ერთხელ სუპერთასის მოპოვებაც შეძლო. მას თბილისური კლუბის გარდა, მცირე ხნით "ზლატე მორავცეში" აქვს ნათამაშები.
„კადისი“ ლა ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც ორი ტურის შემდეგ 4 ქულა მოიპოვა.