ფეხბურთი

16:49 | 27.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ლომინაძე ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა

პორტუგალიური "ეშტროლის" ფეხბურთელმა ნოდარ ლომინაძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

"მე ეს შევძელი, მამიკო ნეტავ აქ იყო და აქედან ხედავდე ამ ყველაფერს. ვიცი, რომ ჩემით ამაყობ. ყველა ნაბიჯი შენთვის არის. მიყვარხარ და მენატრები." - წერს ნოდარ ლომინაძე ინსტაგრამ სთორიში გამოქვეყნებულ სურათზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ სექტემბრის მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც ორი დებიუტანტი ფეხბურთელია, ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბუაშვილი. ორივე მათგანი 21-წლამდე ნაკრების წევრები იყვნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორივე მატჩს თბილისში ჩაატარებს - 4 სექტემბერს, 20:00 საათზე თურქეთს შეხვდება, ხოლო 7 სექტემბერს, 17:00 საათზე - ბულგარეთს.

0.158258