ფეხბურთი

20:43 | 27.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა.

გიორგი ჩხაიძის გუნდი უკრაინის ჩემპიონ პოლტავას „ვორსკლასთან“ უშანსოდ, 0:5 დამარცხდა. ეს იყო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური მატჩი, „ვორსკლა“ ფინალში გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

„ლანჩხუთი“ 30 აგვისტოს მესამე ადგილისთვის მატჩში, ლიეტუვის ჩემპიონ „გინტრასა“ და რუმინეთის ჩემპიონ „ფარულს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

თეგებილანჩხუთი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094139