ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სტადია დასრულდა და ფაზის ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.
დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ შინ 2:0 მოუგო, ორი მატჩის ჯამში კი 3:1 აჯობა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო შვეიცარიის ჩემპიონი ევროპა ლიგაზე.
„ბრიუგემ“ ძალიან აჯობა „რეინჯერსს“, რომელსაც ჯერ სტუმრად 3:1 მოუგო და ახლა ში - 6:0! ორი მატჩის ჯამში 9:1 - დიდი სხვაობაა.
ლისაბონის „ბენფიკაც“ ჩემპიონთა ლიგაზე იქნება, რადგან სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია და ორი მატჩის ჯამშიც ასე მოიგო. ერთადერთი გოლი თურქულ კლუბს თურქმა ფეხბურთელმა კერემ აკტურკოღლუმ გაუტანა, რომელიც შეიძლება სულ მალე სწორედ "ფენერში" გადავიდეს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი ინგლისს ეყოლება, ხოლო ესპანეთი 5 გუნდით ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგაზე ქართველ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), გიორგი ზარია და ლუკა გადრანი (კაირატი). თეორიულად თამაშის შანსი ექნებათ მათე ყავლაშვილს (უნიონი) და ვახტანგ სალიას (ნიუკასლი). ჩემპიონთა ლიგაზე ეს 36 გუნდი ითამაშებს:
პსჟ, მანჩესტერ სიტი, ინტერი, რეალი, ბაიერნი, იუვენტუსი, ბარსელონა, ტოტენჰემი, არსენალი, ჩელსი, ლივერპული, ნაპოლი, ბილბაო, ვილიარეალი, აინტრახტი, ნიუკასლი, პსვ, მარსელი, სპორტინგი, ოლიმპიაკოსი, ატალანტა, ატლეტიკო, ლევერკუზენი, მონაკო, უნიონ სენ-ჟილი, გალათასარაი, დორტმუნდი, აიაქსი, სლავია, პაფოსი, ყარაბაღი, ბრიუგე, ბენფიკა, კაირატი, ბოდო გლიმტი და კოპენჰაგენი.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის წილისყრა 28 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო სეზონი სტარტს 16 სექტემბერს აიღებს.