მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის თასის პირველი ეტაპი (1/32 ფინალი) მესამე ლიგის ბინადარ „ვეენთან“ უმძიმეს ბრძოლაში გადალახა.
ჰარი კეინის და მაიკლ ოლისეს გოლებით ვენსან კომპანის გუნდი 51-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა და თითქოს ყველაფერი მშვიდად ჰქონდა. თუმცა, „ვეენმა“ ხუთწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
74-ე წუთზე კეინს შეეძლო „რეკორდმაისტერის“ წინ გაყვანა, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ინგლისელმა ფეხბურთელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე შეცდომა გამოასწორა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:3.
„ბაიერნმა“ საბოლოოდ მაინც მოიგო და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა.