„კაირატის“ ამჟამინდელმა კაპიტანმა ალექსანდრ მარტინოვიჩმა გააზიარა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რომელ ტოპ კლუბთან სურს შინ თამაში 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე.
„რეალის“ ან პსჟ-ს წინააღმდეგ მინდა თამაში ალმათიში. „რეალი“ ის გუნდია, რომელსაც ვგულშემატკივრობ და ვადევნებ თვალყურს. ხოლო პსჟ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო კლუბია,“ ციტირებს მარტინოვიჩის სიტყვებს championat.com.
შგახსენებთ, რომ ალმათის „კაირატი“ ისტორიაში პირველად მოხვდა ჩემიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის წილისყრა დღეს, 28 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგული „პარი სენ-ჟერმენია“.