ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიმი ვარდი დიდი ალბათობით, „კრემონეზეს“ წევრი გახდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბსა და ინგლისელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო ეტაპზეა. 38 წლის ფორვარდი, რომელიც „ლესტერის“ დატოვების შემდეგ უგუნდოდაა, თანახმაა „კრემონეზეში“ გადავიდეს.
ჯეიმი ვარდიმ „ლესტერში“ 13 წელი ითამაშა და 500 მატჩში 200 გოლიც გაიტანა. მან პატარა ინგლისურ კლუბში თითოჯერ მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის სუპერთასი და ასოციაციის თასი. ასევე, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირიც გახდა.
„კრემონეზე“ სერია A-ს წევრია და პირველ ტურში სტუმრად „მილანი“ 2:1 დაამარცხა. ამ კლუბის რიგებში ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება.