თამაშგარე

15:46 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ ბიშოფი მეჰმედ შოლის ქალიშვილს ეტრფის

გერმანული ფეხბურთის და განსაკუთრებით კი მიუნჰენის „ბაიერნის“ ქომაგებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ „რეკორდმაისტერის“ ძველი ლეგენდა მეჰმედ შოლი, რომლის სახელმაც ცოტა ხნის წინ გერმანულ პრესაში სულ სხვა კუთხით გაიჟღერა.

როგორც „ბუნდეს ქვეყნის“ ბულვარული პრესა გვაუწყებს, მეჰმედ შოლის 17 წლის ქალიშვილი ჟოზეფინა ყურებამდეა შეყვარებული „ბაიერნის“ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ტიმ ბიშოფზე. წყვილი არად დაგიდევთ რუსთაველის შეგონებას რომ „სიყვარულსა მალვა უნდა“ და მთელი საზოგადოების თვალწინ მტლაშა-მტლუშსაც კი არ ერიდებიან.

ტიმ ბიშოფი სულ რაღაც 20 წლისაა და პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსსაც დამსახურებულად ატარებს, თუმცა ჟოზეფინა ისეთი ვინმე ჩანს, ამ ბოლო დროს საეჭვოა ფეხბურთზე საფიქრალად ბევრი დრო დარჩეთ.

თეგებიტიმ ბიშოფი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096654