„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა უახლოესი მატჩი გამოტოვოს.
როგორც „გრენობლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი ავადაა, მაგრამ მეტი არ დაკონკრეტებულა.
„დენის აპია და ებენეზერ ანანი მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებენ. ჩვენ ვაკვირდებით აიმენ მოუეფეკს, რომელმაც ამ კვირაში ნორმალურად ვერ ივარჯიშა კოჭის ტრავმის გამო. მისთვის ყველაფერი 50/50-ზეა, ხვალ ვნახოთ. დანარჩენების საქმეები კარგად მიდის, გარდა ზურიკო დავითაშვილისა, რომელიც დღეს ავად იყო“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა. „სენტ ეტიენისა“ და „გრენობლის“ მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება.