საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთთან გამარჯვების (83:69) კომენტარი გააკეთა.
„შესანიშნავი დასაწყისია ჩვენთვის. შეტევაში ბურთს კარგად ვათამაშებდით მწვრთნელმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. ვფიქრობ, ეს იყო დღევანდელი თამაშის გასაღები.
ვფიქრობ, ფანტასტიკური თამაში ვითამაშეთ. ეს ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. ახლა ჯგუფში ყველაფერი შეიცვლება ჩვენი გამარჯვებით. ყველამ ვიცით, რამდენად ძლიერია ესპანეთი, მაგრამ დღეს ნამდვილად ძალიან კარგი თამაში გვქონდა და შესაშური ხარისხი ვაჩვენეთ. იმედი მაქვს, კარგად თამაშს გავაგრძელებთ“, - თქვა შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე იტალიასთან გამართავს.