საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გამარჯვების (83:69) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთად დგომისა და მონდომების ხარჯზე მოხდა. თორნიკემ დიდი მუხტი მოგვცა, ამდენმა გულშემატკივარმა დიდი მოტივაცია. ვიტყოდი, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სწორი ენერგიით გვეთამაშა. ყველას გვეშლება რაღაც, ემოციურები ვართ, მაგრამ დღეს ერთმანეთის ზურგი გვქონდა, ერთმანეთს დავეხმარეთ და მოვიგეთ. წინ კიდევ დიდი მატჩებია, ამიტომ, ახლა ზედმეტი ეიფორია არ შეიძლება, მობილიზებულები უნდა დავრჩეთ.
აქ სათამაშოდ ვართ. ჩვენ აქ გართობისთვის არ ვართ. უბრალოდ მოედანზე გასვლა და თამაში არ გვსურს. გვინდა გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა. ეს სწორი დასაწყისია და უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა მამუკელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე იტალიასთან გამართავს.