„მილანის“ ნახევარმცველმა არდონ იაშარმა მძიმე ტრავმა მიიღო. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მიიღო დაზიანება და ძვლის მოტეხილობა აქვს.
შედეგად, იაშარი დაახლოებით ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. არაა გამორიცხული „როსონერი“ ამის გამო სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნდეს და ნახევარმცველი შეიძინოს.
არდონ იაშარი „მილანმა“ ცოტა ხნის წინ „ბრიუგედან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა და სერია A-ში ერთი მატჩი ჩაატარა.