იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საბერძნეთთან წაგების (66:75) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ესპანეთთან საქართველოს გამარჯვება მოულოდნელობა არ ყოფილა.
„კარგი თამაში ჩავატარეთ, ზუსტად ისეთი, როგორიც გვინდოდა. თანმიმდევრულად ვიცავდით თავს, ვცდილობდით იანისის შეზღუდვას და მეტ-ნაკლებად შევძელით. ევრობასკეტი რთული ტურნირია და ესპანეთის წაგებაც არ მაკვირვებს.
გარკვეულ საკითხებში არ ვცდები, საქართველო, რომელმაც ესპანეთი დაამარცხა, ჩემთვის გასაკვირი არაა. სკარიოლო წმინდანია, მაგრამ საქართველო ძლიერია, ისევე, როგორც ბოსნია. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით“, - თქვა პოცეკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე სწორედ იტალიას დაუპირისპირდება.