ფეხბურთი

17:30 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "სიტისთან" შვეიცარიელი მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

„მანჩესტე სიტის“ მცველის, მანუელ აკანჯის მიმართ დიდი ინტერესია და რამდენიმე კლუბი იწვევს.

ბოლოს საქმეში „მილანი“ ჩაერთო, რომელიც ცენტრალურ მცველს ეძებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, იტალიური კლუბი „მანჩესტერ სიტის“ ტრანსფერის პირობებზე ესაუბრა და მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

შვეიცარიელი „სიტის“ გეგმებში არ შედის და „მილანის“ გარდა, „ლევერკუზენი“ და „კრისტალ პალასიც“ იწვევენ, ხოლო სტამბოლის „გალათასარაის“ „სიტისთან“ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეთანხმება მიღწეულიც აქვს, მაგრამ პრობლემა თურქებისთვის ისაა, რომ ჯერჯერობით, ფეხბურთელი ვერ დაითანხმეს. ამიტომაც, „მილანს“ საკმაო შანსი აქვს.

გარდა ამისა, „როსონერიმ“ „არსენალისგან“ იაკუბ კივიორის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც ალტერნატივად განიხილება.

მანუელ აკანჯი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 136 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე შვეიცარიელი ფეხბურთელი „დორტმუნდის“, „ბაზელის“ და „ვინთერტურის“ ღირსებას იცავდა.

0.089669