„ლიონი“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, მეჰდი ტარემის მიმართ ინტერესს იჩენს.
აზიელ ფეხბურთელს იტალიური კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ის არც „ნერაძურის“ გეგმებში შედის. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. პარალელურად, პირეოსის „ოლიმპიაკოსიც“ აგრძელებს აქტიურ მოლაპარაკებებს ტარემის თაობაზე.
ირანელით „ლიონის“ დაინტერესება, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს გიორგი მიქაუტაძის წასვლასთან, რაზეც ბოლო დღეებში ფრანგული მედია იტყობინება.
მეჰდი ტარემიმ „ინტერში“ გასულ სეზონში 43 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო წლები „პორტუში“ გაატარა, ასევე უთამაშია „რიუ ავეში“, „ალ-გარაფაში“, „პერსეპოლისში“, „ირანჯავანსა“ და „შაჰინში“.