თამაშგარე

18:00 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალისონის ცოლი ქმრის კარიერით აღფრთოვანებულია

„ლივერპულის“ ბრაზილიელი გოლკიპერის ალისონ ბეკერის მეუღლემ ნატალია ლოუვემ „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა იმის გამო, რომ მისი ქმრის სპორტული კარიერა წარმატებით გრძელდება და ალისონი ინგლისურ კლუბში კვლავ ძირითად შემადგენლობაში თამაშის პარალელურად, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებში კარლო ანჩელოტiმაც გამოიძახა.

ალისონის ნაკრებში გამოძახების შესახებ ინფორმაცია „სელესაოს“ ოფიციალურმა პრესცენტრმა ორშაბათ საღამოს გაავრცელა. ნატალია ამ ამბავს პოსტის საკუთარ „სთორიში“ გაზიარებით და შეტყობინების დატოვებით სამშაბათს უპასუხა: „ძალიან ვამაყობ ალის ნაკრებში კიდევ ერთი გამოძახებით. წავიდეთ ბრაზილიაში!“.

ნატალია ბრაზილიელ გოლკიპერზე 2015 წლიდანაა დაქორწინებული და მათ სამი შვილი ჰყავთ: ჰელენა, მატეო და რაფაელი. „ალი, მას შემდეგ, რაც მამა გახდი, ჩემი აღფრთოვანება შენით მხოლოდ გაიზარდა. ჩვენი შვილები პრივილეგირებული არიან ასეთი კარგი მამის ყოლით“ - ასე მიმართა საჯაროდ ქმარს ნატალიამ უმცროსი შვილის რაფაელის გაჩენის შემდეგ.

0.102017