ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსის " 22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ჩავი სიმონის ტრანსფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, ჩავი სიმონსი კარიერას არა "ჩელსიში" არამედ "ტოტენჰემში" გააგრძელებს. მისი თქმით მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და ტრანსფერი დღეს გაოფიციალურება. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ "ლაიფციგი" 60 მილიონს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ "ლაიფციგმა" ჩავი სიმონსის ტრანსფერი პსჟ-დან მიმდინარე წლის დასაწყისში გამოისყიდა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 11 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.