გიორგი გველესიანი ისევ ირანის ჩემპიონატში ითამაშებს, კერძოდ, „სეპაჰანში“, სადაც 3 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. გველესიანი „სეპაჰანში“ 2019-2022 წლებშიც თამაშობდა, რომლის მაისურით 77 თამაშში თავი 10 გოლით გამოიჩინა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდი. ისპაჰანში 3 შესანიშნავი წელი მაქვს გატარებული. ჩემი მიზანი ნათელია - თქვენთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთო“, - აღნიშნა გიორგიმ.
გიორგი გველესიანმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, ამის შემდეგ ირანში გადაბარგდა, სადაც სხვადასხვა დროს „ნასაჯის“, „ზობ აჰანის“, „სეპაჰანის“ და „პერსეპოლისის“ ღირსებას იცავდა. „პერსეპოლისში“ მან 20 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია ლეგიონერებს შორის. ამ კლუბთან ერთად ორჯერ გახდა ირანის ჩემპიონი, ხოლო თითოჯერ ირანის თასი და ირანის სუპერთასი მოიგო.
გიორგი გველესიანს საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.