UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი ოქტაგონს უბრუნდება და მისი მომდევნო მეტოქე ამერიკელი მარიო ბაუტისტა იქნება. ინფორმაცია ოფიციალურად დენა უაითმა დაადასტურა.
აღნიშნული დაპირისპირება UFC 321-ზე აბუ-დაბიში 25 ოქტომბერს გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ფრენსის განუსა და ტომ ასპინალის ჩხუბი იქნება.
უმარ ნურმაგომედოვმა ბოლო ორთაბრძოლა 19 იანვარს ჩაატარა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა. მისი სტატისტიკა 18 გამარჯვება და 1 მარცხია. რაც შეეხება ბაუტისტას, მას კარიერაში 16 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. ბოლო ბრძოლაში ამერიკელმა მაჩე მიქსი დაამარცხა.