დღეს, მონაკოში ევროპა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.
წლევანდელ სეზონში ევროპა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის "ლიონი", ლუკა გუგეშაშვილის "პაოკი" და ოთარ კიტეიშვილის "გრაცის შტურმი" ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ თუ გიორგი მიქაუტაძე "ლიონში" დარჩება, შესაძლოა ევროპა ლიგაზე ქართველების დაპირისპირება ვნახოთ, რადგან ფრანგული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე ლუკა გუგეშაშვილის "პაოკი" იქნება.
"ლიონის" მეტოქეთა ვინაობა - სახლში - "ზალსბურგი", "პაოკი", "ბაზელი", "იგზლი". სტუმრად - "ბეტისი", "თელ ავივის მაკაბი", "იანგ ბოიზი", "უნტრეხტი".
"პაოკის" მეტოქეთა ვინაობა - სახლში - "ბეტისი", "თელ ავივის მაკაბი", "იანგ ბოიზი", "ბრანი". სტუმრად - "ლილი", "ლიონი", "ლუდოგორეცი", "სელტა ვიგო".
"გრაცის შტურმის" მეტოქეთა ვინაობა - სახლში - "რეინჯერსი", "ცვერნა ზვეზდა", "ნოტინგემ ფორესტი", "ბრანი". სტუმრად - "ფეინორდი", "სელტიკი", "მიდტიულანდი", "პანათინაიკოსი".