ფეხბურთი

22:10 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების სექტემბერში გასამართი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადებას იწყებს და ჯენარო გატუზომ 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სამი დებიუტანტია: ფრანჩესკო პიო ესპოზიტო, ჯოვანი ლეონი და ჯოვანი ფაბიანი:

მეკარეები: მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ატალანტა), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ჯოვანი ლეონი (ლივერპული), ჯანლუკა მანჩინი (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯოვანი ფაბიანი (ბოლონია), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნიკოლო როველა (ლაციო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)

თავდამსხმელები: ფრანჩესკო ესპოზიტო (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინ), დანიელ მალდინი (ატალანტა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ატლეტიკო), მატეო რეტეგი (ალ-ქადსია), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 5 სექტემბერს, ესტონეთს დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს ისრაელს. „სკუადრა აძურას“ მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ლიდერ ნორვეგიას 9 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091819