ფეხბურთი

23:55 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხავი სიმონსი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

„ლაიფციგის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხავი სიმონსი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნიდერლანდელის სანაცვლოდ „დეზებმა“ 60 მილიონი ევრო გადაიხადეს და „ჩელსის“ აჯობეს, რომელსაც ფეხბურთელთან შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ „ლაიფციგთან“ არა, რომელიც საბოლოოდ, „ტოტენჰემს“ მოურიგდა.

ხავი სიმონსმა კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ დაიწყო, შემდეგ პსვ-ში ითამაშა, ხოლო „ლაიფციგის“ მაისურით 2023 წლიდან 78 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097557