დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ვულვზიდან“ ფაბიო სილვა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანელებმა 25 მილიონი ევრო გაიღეს და მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ფაბიო სილვამ „ვულვზში“ 73 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „პორტუში“, „ანდერლეხტში“, პსვ ეინდჰოვენში, „რეინჯერსსა“ და „ლას პალმასში“.