ფეხბურთი

12:17 | 30.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ეკვადორელი მცველით გაძლიერდება

„ლევერკუზენის“ მცველი პიერო ინკაპიე კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.

ტრანსფერზე მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ეკვადორელის სანაცვლოდ „მეთოფეები“ 52 მილიონ ევროს გაიღებენ და მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10%-იც „ლევერკუზენს“ ერგება. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

პიერო ინკაპიე „ლევერკუზენში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 166 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე „ინდეპენდიენტე დელ ვალესა“ და „ტალერესის“ წევრი იყო.

0.170852