საუდის არაბეთის 2025/2026 წლების სეზონის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს „ალ-ტაავუნი“ და „ალ-ნასრი“ შეხვდნენ. თამაში სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 0:5 დასრულდა.
„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა თამაშის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში. 54-ე წუთზე თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ერ-რიადის კლუბის უპირატესობა პენალტით გააორმაგა. ერთი წუთის შემდეგ სტუმართა გარემარბმა კინგსლი კომანმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ფელიქსმა 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლოს კი ჰეთ-თრიქიც მიითვალა.
შემდეგ ტურში „ალ-ნასრი“ „ალ-ხოლუდს“ დაუპირისპირდება (14 სექტემბერი). „ალ-ტაავუნი“ „ალ-ოჰდუდს“ 13 სექტემბერს შეხვდება.