„ბარსელონამ“ სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ნახევარმცველ გავის მარჯვენა მუხლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. 21 წლის ფეხბურთელი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს „რაიო ვალეკანოსთან,“ რომელიც კვირას, 31 აგვისტოს გაიმართება.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გავიმ ნაადრევად დაასრულა „ბლაუგრანას“ პარასკევის ვარჯიში მუხლში დისკომფორტის გამო. ხაზგასმულია, რომ ნახევარმცველს შესაძლოა 2023 წელს მიღეული იმავე ფეხის ჯვარედინი იოგები გაწყვეტოდა.
ამ სეზონში გავიმ ლა ლიგის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.