პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე „ბარსელონასთან“ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გრძნობაა. სასიამოვნოა ბარსელონაში დაბრუნება, რადგან ეს ჩემი სახლია. შესანიშნავია ამ გუნდთან თამაში, რადგან ისინი კარგ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.
მაგრამ ამავე დროს, თუ გულის სიღრმიდან ვიტყვი, ჩვენ ვსაუბრობთ იმ კლუბზე, რომელი ყველაზე მეტად დამეხმარა და დიდად ბედნიერი არ ვარ მათთან თამაშით. ამ გრძნობის ახსნა რთულია“, - ციტირებს Mundo Deportivo ენრიკეს სიტყვებს.
ენრიკე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2014 წლიდან 2017 წლამდე იკავებდა. ამ პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, კატალონიელები ორჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები, სამჯერ მოიგეს ესპანეთის თასი, ასევე მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი თბილისში.