ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის მეორე ტურში სტუმრად წააგო „ლაიფციგთან“ – 0:2 ჩვენებური მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, 58-ე წუთზე მიკელ კაუფმანი შეცვალა. თუმცა საგოლე მოქმედებით არ გამორჩეულა.
ახლა, 2 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ უქულოდაა და ბოლო ადგილზე დგას.
სხვა მატჩებიდან, „აინტრახტმა“ სტუმრად „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხა (1:3). დუბლი მიითვალა ფრანკფურტელთა იაპონელმა რიცუ დოანმა.
„ვერდერმა“ და „ბაიერმა“ ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს. აქ ორი დუბლი დაფიქსირდა. თანაც ორივე გუნდის ფეხბურთელებისგან ორგოლა გაახერხეს ლევერკუზენელთა ჩეხმა პატრიკ შიკმა და ბრემენელთა ავსტრიელმა რომანო შმიდმა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-2 ტური. 30 აგვისტო: ლაიფციგი - ჰაიდენჰაიმი 2:0, შტუტგარტი - გლადბახი 1:0, ჰოფენჰაიმი - აინტრახტი 1:3, ვერდერი - ბაიერი 3:3, აუგსბურგი - ბაიერნი მოგვიანებით გაიმართება