ფეხბურთი

20:16 | 30.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„გაგრას“ ზედიზედ მესამე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

დღეს, 30 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ორი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა. ფოთის „კოლხეთმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 22-ეწუთზე გაიხსნა, როცა კოლხმა გირგი ხარებავამ საკუთარ კარში გაიტანა ბურთი. 35-ე წუთზე დიტო ფაჩულიამ გაათანაბრა. 88-ზე კი გაგრელთა ბრაზილიელმა კლაუდინეიმ გამარჯვების გოლი შეაგდო. შედეგად - 1:2.

ახლა „კოლხეთს“ 23 მატჩის შემდეგ 15 ქულა აქვს და კვლავ ბოლო ადგილზეა. „გაგრამ“ კი საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და 29 ქულით მე-6 ადგილზე დგას. ეს გაგრელთა ზედიზედ მესამე გამარვება გახლდათ ეროვნულ ლიგაში.

„დილა“ – „თელავის“ შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093947