ესპანეთის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ეროვნული გუნდის შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის. „ფურია როხას“ მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს სიაში შედის 13 კლუბის 26 ფეხბურთელი.
ნაკრებში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა „ბარსელონას“ ჰყავს (7). სამ-სამი მოთამაშე გამოიძახეს „ატლეტიკიდან“ და „არსენალიდან“, ორ-ორი მოთამაშე ჰყავთ მადრიდის „რეალს“ „კომოს“ და „რეალ სოსიედადს“, ხოლო თითო სხვა კლუბებიდან.
ესპანეთის ნაკრების სრული შემადგენლობა
მეკარეები: უნაი სიმონი („ატლეტიკი“, დავიდ რაია („არსენალი“), ალექს რემირო („რეალ სოსიედადი“);
მცველები: პედრო პორო („ტოტენჰემი“), დანი კარვახალი (მადრიდის „რეალი“), დინ ჰაისენი (მადრიდის „რეალი“), რობინ ლე ნორმანი („ატლეტიკო“ მადრიდი), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), დანი ვივიანი („ატლეტიკი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“), ალექს გრიმალდო („ბაიერი“);
ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე „არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“), ფაბიან რუისი (პსჟ), გავი, პედრი, დანი ოლმო, ფერმინ ლოპესი (ყველა „ბარსელონა“);
თავდამსხმელები: ალვარო მორატა, ხესუს როდრიგესი (ორივე „კომო’), ლამინ იამალი, ფერან ტორესი (ორივე „ბარსელონა“), ნიკო უილიამსი („ატლეტიკი“), იერემი პინო („ვილიარეალი“), მიკელ ოიარსაბალი („რეალ სოსიედადი“).
შეგახსენებთ, რომ დე ლა ფუენტეს შეგირდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ბულგარეთს (4 სექტემბერს) და თურქეთს (7 სექტემბერს) შეხვდებიან. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.