დღეს, 30 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „გაგრამ“ ფოთში დაამარცხა „კოლხეთი (2:1), „დილამ“ კი საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ მინიმალური ანგარიშით მოუგო „თელავს“ – 1:0.
მატჩის ერთადერთი გოლი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა 52-ე წუთზე პენალტით. ამისდაკვალად, 23 მატჩის შემდეგ „დილამ“ 50 ქულა დააგროვა, კვლავ მეორე ადგილზე დგას და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ „იბერიას.“
„თელავი“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.