თურქული „ფენერბაჰჩეს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ, რომელიც სტამბოლის კლუბიდან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ 29 აგვისტოს გაათავისუფლეს, შესაძლოა კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის 15 მილიონ ევრომდე კომპენსაცია მიიღოს. ამის შესახებ Otopark-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, საერთო ჯამში, პორტუგალიელმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კომპენსაციის სახით დაახლოებით 115 მილიონი ევრო გამოიმუშავა („ჩელსიდან“ გათავისუფლებისთვის - 35.5 მილიონი ევრო, „რეალიდან“ და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ - 20 მილიონი ევრო, „ტოტენჰემიდან“ - 21 მილიონი ევრო, „რომადან“ - 3.5 მილიონი ევრო).
აღსანიშნავია, რომ მის ყველა კლუბში, „ტოტენჰემისა“ და „ფენერბაჰჩეს“ გარდა, „განსაკუთრებულმა“ მინიმუმ ერთი ჯილდო მოიგო. 2009/2010 წლების სეზონში მილანის „ინტერში“ მოურინიუმ თრებლი იზეიმა, სერია A-ს, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით.