ფეხბურთი

10:28 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის ტრავმაზე "შტურმის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო.

ქართველი ნახევარმცველი „გრაცერთან“ შეხვედრის (3:0) შესვენებაზე შეცვალეს. ჯერ უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ ვინაიდან სანაკრებო მატჩები ძალიან მოახლოვდა, დიდი შანსია, კიტეიშვილი ვილი სანიოლის გუნდს გამოაკლდეს, რაც ისედაც დიდი დანაკლისის ფონზე კიდევ უფრო მძიმე ამბავია.

„შტურმის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ ზაუმელის განცხადებაც დიდად დამაიმედებელი არ ყოფილა:

„ეს ძალიან იმედგამაცრუებული ამბავია. დიაგნოზს ჯერ უნდა დაველოდოთ, მაგრამ ფაქტია, უკვე გადავლახეთ კრიტიკული მდგომარეობა და ტრანსფერი სასწრაფოდ გვჭირდება“, - თქვა ზაუმელმა.

ოთარ კიტეიშვილი სეზონის სტარტზე კარგ ფორმაში იყო, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლის გატანა მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096638