„მანჩესტერ სიტი“ ისევ კრიზისშია, როგორც სეზონის სტარტი აჩვენებს, ზაფხულის ტრანსფერებმა და პაუზამ პეპ გვარდიოლას გუნდში ბევრი ვერაფერი შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
ფაქტია, რომ გასული სეზონივით არასტაბილურია „სიტი“, რომელსაც პრემიერლიგის სამ ტურში უკვე ორი წაგება აქვს. „ტოტენჰემთან“ მარცხს „ბრაიტონთან“ ფეხის დაცდენაც მოჰყვა და „ქალაქელებმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.
„სიტი“ იგებდა, 34-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმში „ბრაიტონმა“ ჯეიმს მილნერისა და ბრაიან გრუდას გოლებით გაიმარჯვა - 2:1.
„მანჩესტერ სიტი“ 3 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.