ფეხბურთი

22:25 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "არსენალს" მოუგო, მამარდაშვილი ისევ თადარიგში დარჩა

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ „არსენალი“ დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე შესანიშნავ ხასიათზე გავიდა.

დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 83-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ გაიტანა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით. არნე სლოტის გუნდს სეზონის იდეალური სტარტი აქვს - 9 ქულა და პირველი ადგილი.

ისევ არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო. როგორც ჩანს, გიორგის როლი მიმდინარე სეზონში ალისონის რეზერვობა იქნება...

„ლიერპული“ მომდევნო ტურში 14 სექტემბერს, სტუმრად „ბარნლის“ შეხვდება, ხოლო „არსენალი“, რომელსაც 6 ქულა აქვს, „ნოტინგემს“ უმასპინძლებს.

0.08951