ფეხბურთი

22:58 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ზედიზედ მეორე მოგება სერია A-ში (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში ტურინის „იუვენტუსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. იგორ ტუდორის გუნდმა სტუმრად „ჯენოა“ დაამარცხა.

ტურინელები ფლობდნენ უპირატესობას და მოგებას იმსახურებდნენ, მაგრამ თავისუფლად შეეძლოთ ვერ მოეგოთ. „ბიანკონერის“ დუშან ვლაჰოვიჩმა მოაგებინა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და 73-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა.

მთელი ზაფხულია ვლაჰოვიჩის წასვლა საუბრობენ, მაგრამ სერბმა ორ ტურში ორჯერ გაიტანა. ბოლო წამებზე „იუვე“ ხარიხამ გადაარჩინა და 1:0 მოიგო.

„იუვენტუსს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 13 სექტემბერს, „ინტერს“ უმასპინძლებს.

0.090074