ფეხბურთი

0:37 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ემოციური დამშვიდობება: გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფანებმა ოვაციებით გააცილეს (+VIDEO)

„ლიონისა“ და „მარსელის“ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს არ უთამაშია, მაგრამ ის სტადიონზე იყო და ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს თავისი აწ უკვე ყოფილი კლუბის თამაშს.

ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით და ოვაციებით გააცილეს, რასაც გიორგიმაც უპასუხა და მათ მადლობა გადაუხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟმა მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა „ლიონში“ (პირველ გუნდში), ასე მოკლე დროშიც შეძლო ფანებისთვის თავის დამახსოვრება და შეყვარება. მას სურვილის საწინააღმდეგოდ უწევს კლუბის დატოვება, რადგან „ლიონს“ გადასარჩენად ფული სჭირდება, ქართველის ტრანსფერით კი, 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს „ვილიარეალი“ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, რადგან დღეს იხურება სატრანსფერო ფანჯარა. აქვე გეტყვით, რომ "ლიონმა" "მარსელს" 1:0 აჯობა და ლიგა 1-ში სამი ტურის შემდეგ 9 ქულით და გოლგაუშვებლად იწონებს თავს.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165817