ფეხბურთი

12:18 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: დონარუმა პსჟ-დან „მანჩესტერ სიტიში“ 39 მილიონ ევროდ გადავიდა

პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. იტალიელი მეკარე „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, იუწყება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.

წყაროს ცნობით, გარიგების ღირებულება 39 მილიონი ევრო იყო. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონარუმას შეეძლო „მანჩესტერ სიტიში“ ჯამაგირად 15 მილიონ ევრომდე მიეღო, ბონუსების ჩათვლით. მხარეთა კონტრაქტი 2030 წლამდე იქნება ძალაში.

ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. იტალიელის კონტრაქტი საფრანგეთის ჩემპიონებთან ერთ წელიწადში იწურება და შეთანხმების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გასულ სეზონში დონარუმამ ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 17-ში კარი „მშრალად“ შეინახა.

0.166981