ფეხბურთი

12:50 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „ლივერპულმა“ ისაკთან სარეკორდო ტრანსფერი გააფორმა

„ლივერპულმა“ „ნიუკასლთან“ თავდამსხმელის, ალექსანდერ ისაკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხა 130 მილიონი გირვანქა (150 მილიონი ევრო) იქნება. ეს პრემიერლიგის სარეკორდო ტრანსფერია. დღეს, 1 სექტემბერს, ისაკი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც რამდენიმე თვის წინათ შეთანხმდა.

მანამდე, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ფლორიან ვირტცი იყო, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „ბაიერიდან“ „ლივერპულში“ 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირში კლუბის შემადგენლობაში 109 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 62 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161298