„ფენერბაჰჩემ“ „მანჩესტერ სიტისთან“ მეკარე ედერსონის შესაძენად შეთანხმებას მიაღწია, იუწყება სოციალურ მედიაში ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
„ედერსონი „ფენერბაჰჩეში“ გადადის, ყველაფერი მზადაა! ბრაზილიელი მეკარის თურქულ კლუბში ტრანსფერზე ზეპირი შეთანხმება მიღწეულია. გარიგების ღირებულება დაახლოებით 13-14 მილიონი ევროა.
პირადი პირობები ასევე შეთანხმებულია ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან და სპორტულ დირექტორ დევინ ოზეკთან. შემდეგი საკითხი დონარუმა და „სიტია“, - წერს ჟურნალისტი თავის პოსტში.
ედერსონი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 2017 წლიდან თამაშობდა. ბრაზილიელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ორ ტურში „სიტის“ კარს ჯეიმს ტრაფორდი იცავდა.