„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელი მადრიდულ გუნდს იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით უნდა შეუერთდეს.
შესაბამისად, ლა ლიგაში ორი ქართველი ითამაშებს - საბა საზონოვი და გიორგი მიქაუტაძე (ორივეს ტრანსფერი ოფიციალურად დღეს უნდა დადასტურდეს). „ხეტაფემ“ ლა ლიგას განვლილ სამ ტურში 6 ქულა მოიპოვა. მადრიდელებს ხოსე ბორდალასი წვრთნით, რომელიც "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილთან მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ საბას შეთავაზება საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბისგანაც ჰქონდა, მაგრამ ესპანეთში თამაში ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინომ“ 2023 წელს შეიძინა და მას შემდეგ მხოლოდ 13-ჯერ დაიცვა ტურინული კლუბის ღირსება. გასული სეზონი „ემპოლიში“ იჯარით იყო, თუმცა ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია. „ტორინოსთან“ მას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრებში საბას აქტივში 3 მატჩია, ხოლო 21-წლამდელებში - 12 (2 გოლი).