ფეხბურთი

17:31 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კოლო მუანის ინგლისში გაანათხოვრებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.

ფრანგ ფეხბურთელს „იუვენტუსში“ გადასვლა სურდა, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ითამაშა, რამდენიმე კლუბს უარიც უთხრა, მაგრამ ტურინში დაბრუნება მაინც არ გამოუვიდა.

„იუვენტუსსაც“ სურდა მისი დამატება, მაგრამ პსჟ-მ გარიგების პირობები ბოლო მომენტში შეცვალა, რამაც გარიგება ჩაშალა და „იუვემ“ „ლაიფციგიდან“ ლოის ოპენდას დამატება გადაწყვიტა. პსჟ იჯარას და 60 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვდა, ტურინელებს ფასის დაკლება სურდათ, რაც არ გამოვიდა.

სამაგიეროდ, პსჟ შეუთანხმდა „ტოტენჰემს“ ერთწლიან იჯარაზე, რომლის ღირებულება 5 მილიონი ევრო იქნება და ლონდონლებს არც გამოსყიდვის უფლება და არც ვალდებულება არ ექნებათ.

რანდალ კოლო მუანი პსჟ-მ თავის დროზე „აინტრახტიდან“ 95 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ ლუის ენრიკესთან კონფლიქტის გამო პროექტს მიღმა მალევე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169514