ფეხბურთი

19:30 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნდა

„ნაპოლიმ“ „ლაიფციგიდან“ ელიფ ელმასი დაიმატა, რომელიც იტალიურ კლუბს წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველი „ნაპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. მისი გამოსყიდვა ნეაპოლელებს 17 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019-2024 წლებში 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა, შემდეგ „ლაიფციგში“ გადავიდა, სადაც 22 უგოლო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ტორინოში“ იყო, სადაც 13 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.161706