ფეხბურთი

19:49 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" მარკ გეჰის ტრანსფერი ჩაიშალა

"ლივერპულში" მარკ გეჰის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში "კრისტალ პალასმა" ტრანსფერზე უარი თქვა.

შედეგად, ინგლისელი მცველი ლონდონური კლუბის შემადგენლობაში რჩება, ხოლო "ლივერპულმა" ვერ შეძლო მისი გადაბირება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი ამ ტრანსფერზე მუშაობდა.

მარკ გეჰი „ჩელსის“ აღზრდილია, სადაც შანსი არ მიეცა, სამაგიეროდ, ბოლო წლებში „კრისტალ პალასის“ ლიდერია, რომლის რიგებში 162 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო, ხოლო ინგლისის ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091274