ინგლისურმა „უოტფორდმა“ „დინამო თბილისიდან“ 18 წლის გარემარბი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
თუმცა, ნიჭიერი შემტევი კლუბს იჯარით დატოვებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უოტფორდი“ მუშაობს განათხოვრებაზე, რათა მის განვითარებას ხელი შეუწყონ და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
„ნიკოლოზი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რეალური პოტენციალით. მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და ცენტრშიც ხშირად გვინახავს. მას შეუძლია გოლების გატანა და მისი პროფილი იდეალურად ჯდება ჩვენს პროექტში“, - თქვა „უოტფორდის“ სპორტული დირექტორის თანაშემწემ, ვალონ ბეჰრამიმ.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა.