ფეხბურთი

23:00 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ხეტაფეში" საბა საზონოვის ტრანსფერი ჩაიშალა

„ტორინოს“ მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერი „ხეტაფეში“ პრაქტიკულად ჩაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

პრობლემა ლა ლიგის რეგულაცია გახდა, რადგან „ხეტაფე“ ვერ შეძლებდა საზონოვის რეგისტრირებას. ესპანური კლუბი კრისტანტეს უჩეს უნდა დაეტოვებინა, რის შემდგომაც საბას გაფორმებას და რეგისტრაციაც შეძლებდა, მაგრამ უჩეს ტრანსფერის ჩაშლის გამო ქართველთან გარიგებაც ჩაიშალა.

ამრიგად, საზონოვი „ტორინოში“ რჩება, თუ ბოლო საათებში არაფერი შეიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თუ არაფერი შეიცვალა, საზონოვი სერია A-ს სეზონის განაცხადს მიღმა დარჩება, რადგან ის კლუბის გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინომ“ 2023 წელს შეიძინა და მას შემდეგ მხოლოდ 13-ჯერ დაიცვა ტურინული კლუბის ღირსება. გასული სეზონი „ემპოლიში“ იჯარით იყო, თუმცა ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია. „ტორინოსთან“ მას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრებში საბას აქტივში 3 მატჩია, ხოლო 21-წლამდელებში - 12 (2 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087809